saqarTvelos mdinareebi - maTagaloni

ტერიტორიული ერთეულები სიღნაღის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები
სიგრძე 28,5 კმ
აუზის ფართობი 395 კმ²

 

სინონიმი: ოლე.

პერიოდული მდინარე სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს სოფელ ქვემო ბოდბის სამხრეთ-დასავლეთით ზღვის დონიდან 535 მ. სიგრძე 28,5 კმ. აუზის ფართობი 395 კმ2. ერთვის იორს მარცხნიდან. საზრდოობს წვიმის წყლით. მიწისქვეშა წყლით საზრდოობა მცირეა, რის გამოც მდინარე პერიოდულად შრება. გაზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,98 მ3/წმ.